გამოყენების წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს "Behire"-ის გამოყენებას. ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე. "Behire"-ზე გამოქვეყნებული სერვისების გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.

ტერმინთა განმარტებანი

  • 1.Behire - ჩვენს მფლობელობაში არსებული ვებ გვერდი და აპლიკაციები ( https://behire.ge )
  • 2.მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გარკვეული მიზნით სარგებლობს "Behire"-ის მომსახურებით
  • 3.დეველოპერი - ფიზიკური პირი რომელიც სარგებლობს "Behire"-ის მომსახურებით, ანთავსებს ან მოიძიებს სასურველ ინფორმაციას
  • 4.ბიზნესი - იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს "Behire"-ის მომსახურებით.
  • 5.აპლიკაცია - დეველოპერის მიერ გამოქვეყნებული პროფილი
  • 6.პლატფორმა – ჩვენს მიერ ოპერირებადი ვებ-გვერდი https://behire.ge
  • 7.ბიზნეს პროფილი - ციფრული სივრცე, რომელსაც იყენებს ბიზნესი "Behire"-ის მომსახურებით სარგებლობისას
  • 8.დეველოპერის პროფილი - ციფრული სივრცე, რომელსაც იყენებს დეველოპერი "Behire"-ის მომსახურებით სარგებლობისას.
  • 9.ჩვენ - "Behire" მფლობელობაში არსებული ვებ გვერდი (საიტი) და აპლიკაციები (https://behire.ge)

შეთანხმების ძირითადი პირობები

  • 1."Behire" არის კომპანია, რომელიც დეველოპერებსა და ბიზნესებს აკავშირებს ერთმანეთთან.
  • 2."Behire" მომხმარებელს აძლევს ონლაინ წვდომას დეველოპერების მიერ გამოქვეყნებულ პროფილებზე
  • 3.რეგისტრაციის შემდეგ ბიზნესებს აქვთ წვდომა დეველოპერის პროფილზე, არსებულ ინფორმაციაზე
  • 4.თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია არ უნდა:
    4.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
    4. 2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
    4. 3 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს.
    4. 4 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
    4. 5 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
    4. 6 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
    4. 7 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
    4. 8 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
    4. 9 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
    4. 10 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას, აკრძალულია ინფორმაციაში სხვა ვებ-გვერდის მითითება.
    4. 11 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

ხელშეკრულების საგანი ბიზნესებისთვის

  • ბიზნესებისთვის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურების ღირებულების სანაცვლოდ ორგანიზაციების მიერ "Behire"-ის სერვისების გამოყენება რომელიც შეიძლება იყოს: დეველოპერების ბაზასთან წვდომა და მათზე დაფარული ინფორმაციის ნახვა; ბიზნეს პროფილის სხვადასხვა ფუნქციონალით სარგებლობა; მარკეტინგული აქტივობები;

ხელშეკრულების საგანი მომხმარებლებისთვის

  • მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს პლატფორმის გამოყენებით შემდეგი უფასო სერვისებით სარგებლობა, რომელიც შეიძლება იყოს: პლატფორმაზე პროფილის შექმნა; პლატფორმაზე ოფერების აღმოჩენა; გამოქვეყნებული და შენახული პროფილის მართვა;

რეგისტრაცია

  • 1."Behire"-ის პლატფორმის გამოსაყენებლად მომხარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
  • 2."Behire"-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია გახლავთ უფასო. დეველოპერებისთვის ყველა სერვისი არის უფასო, ხოლო ბიზნესებისთვის არსებობს ფასიანი სერვისები
  • 3."Behire"-ზე რეგისტრაციის მომხარებელმა შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს შემდეგი მონაცემები: კომპანიის დასახელება; ელ.ფოსტა; საკონტაქტო პირის მობილური ნომერი; პაროლი
    და შეავსოს ინფორმაცია 'ბიზნესის პროფილზე' ან 'დეველოპერის პროფილზე' (ანგარიშის ტიპის შესაბამისად).
  • 4.ჩვენ მიერ შესაძლოა მოთხოვნილი სხვა ინფორმაციაც.
  • 5.მომხარებელი რეგისტრაციის დასრულებით ეთანხმება "Behire"-ის წესებსა და პირობებს.
  • 6.მომხარებლის პროფილში მითითებული ინფორმაციის/მონაცემების სისწორეზე და ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხარებელს
  • 7.მომხარებელი პასუხისმგებელია პროფილში განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე
  • 8.მომხარებელი პასუხისმგებელია ყველა იმ უარყოფით შედეგზე და ზიანზე, რაც გამოწვეულია მის მიერ აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდების გამო.
  • 9.გთხოვთ გაუფრთხილდეთ და არ გადასცეთ მესამე პირებს თქვენი პაროლი.
  • 10.თქვენ პასუხისმგებელნი ხართ "Behire" ვებ-გვერდზე განხორციელებულ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსებაზე, თქვენი პროფილის სხვა პირების მიერ გამოყენების შემთხვევაშიც კი. თქვენ, როგორც მომხმარებელი, კისრულობთ ვალდებულებას დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
  • 11.იმ შემთხვევაში თუკი თქვენს მიერ არასწორი ინფორმაცია იქნა მითითებული, რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ დროს, ავტორიზაციის შემდეგ, შეგიძლიათ დააკორექტიროთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს პროფილში.
  • 12."Behire" არ ფლობს ინფორმაციას და არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სერვისების შეძენისას გამოყენებული საბანკო ბარათების ისეთი მონაცემების შესახებ, როგორიცაა ბარათის ნომერი, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა.
  • 13.მომხარებლის მიერ ვებ-გვერდზე შემდგომი გადახდებისთვის დამახსოვრებული ბარათი ინახება ბანკის დაცულ სერვერზე.

ავტორიზაცია

  • 1.ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით დეველოპერი და ბიზნესი გადის ავტორიზაციას.
  • 2.ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის ელ. ფოსტისა და პაროლის საშუალებით.

მომხმარებელი, მისი ასაკი, განცხადებები და გარანტიები

  • 1."Behire"-ის ვებ-გვერდით და სარგებლობისთვის, მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 18 წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ან ბიზნესთან წინასწარ შეთანხმება.
  • 2.წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, "Behire"-ით სარგებლობით და მომსახურების მიღებით, მომხარებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ:
    2.1 წარმოადგენს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს ან გააჩნია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
    2.2 არ წარმოადგენს თაღლითობის, ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო და აკრძალული მოქმედების ობიექტს ვილი ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან;
    2.3 სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოხატვის შინაარს, ათვითცნობიერებს წინამდებარე წესებისა და პირობების არსს და მათგან გამომდინარე მათ შორის სამართლებრივ შედეგებს;
  • 3.მომხმარებელს გააჩნია ან მიღებული აქვს სრული უფლებამოსილება შეუზღუდავად ისარგებლოს "Behire"-ის ვებ-გვერდით, აპლიკაციით და მომსახურებით და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.
  • 4.ყურადღებით გაეცნო და მისთვის სრულად მისაღებია წინამდებარე წესები და პირობები, ისევე როგორც "Behire"-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
  • 5.მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი და უტყუარი და მისი ქმედება არ არის და არ იქნება მომავალში მიმართული "Behire"-ის ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ
  • 6.აღნიშნული განცხადებების და გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, "Behire"-ს გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სრული უფლებამოსილება, მომხმარებელი თანახმაა აუნაზღაუროს და დაიცვას "Behire" ნებისმიერი ზარალისგან, საჩივრისგან, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი ხარჯისგან, იურიდიული პროცესებისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი დარღვევის შედეგად.

გადახდები

  • 1.ბიზნესი სერვისის საფასურს იხდის უნაღდო ანგარიშსწორებით - საბანკო ბარათით ან საბანკო გადარიცხვით.
  • 2.ბიზნესი თავად ირჩევს გამოწერის სასურველ ტიპს, რაზეც დამოკიდებულია მომსახურების ღირებულება.
  • 3.გამოწერის ტიპები და ფასი ხელმისაწვდომია ფასების გვერდზე.
  • 4.ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას რომ ვებ-გვერდის მეშვეობით გადახდა მუშაობდეს და პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ვიზრუნოთ მის აღმოფხვრაზე.

ინტელექტუალური საკუთრება

  • 1."Behire", მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება "Behire" საავტორო უფლება. ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება "Behire"-ის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე. საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება "Behire"-ზე და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
  • 2.აკრძალულია "Behire"-ზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ლიცენზია

  • 1.თუ თქვენ ეთანხმებით ზოგად წესებსა და პირობებს, ჩვენ გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ უფასო, არა ექსკლუზიური წვდომა "Behire"-ის ვებ-გვერდზე
  • 2.თქვენ ამ ლიცენზიის სხვისთვის გადაცემის უფლება არ გაქვთ.
  • 3.თქვენი ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, თქვენი არა ექსკლუზიური ლიცენზიაც უქმდება.
  • 4.აპლიკაციის ლიცენზიის ქონის დროს არ გაქვთ უფლება აპლიკაციის დეკომპილაციის, დაშლის (reverse engineering) ან რაიმე სხვა გზით აპლიკაციის კოდზე წვდომის მოპოვებისა. არ გაქვთ უფლება რაიმე გზით დააზიანოთ აპლიკაციის მუშაობის სქემა ან სცადოთ არაავტორიზებულ მონაცემებზე წვდომა.
  • 5.ლიცენზიის გაწყვეტის მომენტში ვალდებული ხართ შეწყვიტოთ "Behire"-ის აპლიკაციის გამოყენება.

პასუხისმგებლობა

  • 1.ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას რომ მომხმარებელს სერვისს უწყვეტად ან შეცდომის გარეშე გავუწევთ. ნებისმიერი შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენი გუნდი იზრუნებს მის გამოსწორებაზე შეძლებისდგავარად სწრაფად. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სერვისის გაწევა შეიძლება შიგადაშიგ შეიზღუდოს ტექნიკური გაუმართაობის პრობლემების გამო.
  • 2."Behire", მისი წარმომადგენლები, დირექტორები და თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებლები თქვენს წინაშე თუ თქვენ დაზარალდებით ჩვენი სერვისის უწყვეტობაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებისა, როდესაც ამაზე წინასწარ მიიღეთ წერილობითი გაფრთხილება.
  • 3."Behire" შეიძლება შეგიწყვიტოთ გამოყენების უფლება კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ან თუ ჩავთვლით რომ საფრთხეს წარმოადგენთ კომპანიისთვის.
  • 4."Behire" არ გასცემს გარანტიას, რომ პლატფორმაზე პროფილის განთავსება ავტომატურად შეთავაზებების მიღების ტოლფასია. ასევე, "Behire" არ გასცემს გარანტიას, რომ დეველოპერების პროფილის გახსნა მისი დასაქმების ტოლფასია.
  • 5.დეველოპერი და ბიზნესი ერთმანეთთან მოლაპარაკებით ახდენენ შეთანხმებას და დასაქმების კონტრაქტის გაფორმება მათზეა დამოკიდებული.
  • 6."Behire" არ არის პასუხსიმგებელი აყვანილი თანამშრომლის კანონიერ ქმედებებზე, პერფორმანსზე და შემდგომ საქმიანობაზე. ასევე, დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერ მოპყრობაზე.

შესწორებები ზოგად წესებსა და პირობებში

  • მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის დროს დეველოპერი და ბიზნესი მიიღებს შეტყობინებას ვებ-გვერდზე ან/და ელ. ფოსტაზე. ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელებისას დეველოპერი და ბიზნესი ავტომატურად ეთანხმება ცვლილებებს.

კონტაქტი

  • ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის, ჩვენი კომპანიის სახელით თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნის, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე წესებისა და პირობების შესახებ კითხვებისა და კომენტარების არსებობის, რეგისტრაციისას ან/და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების დროს ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@behire.ge